ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. რონალდ კუმანის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე არც ისე დამაჯერებელი იყო, მაგრამ მერვედფინალში რუმინეთის ნაკრები ძალიან ადვილად დაამარცხა.
კლასში დიდი სხვაობა იგრძნობოდა და ნიდერლანდები მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა. შედეგიც ლოგიკურია - 3:0.
კუმანის გუნდი მატჩის დასაწყისშივე კოდი გაკპომ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს “ორანიეს” დიდი უპირატესობა კიდევ ორ გოლში აისახა. ორივე გოლი დონიელ მალენის აქტივშია.
აღსანიშნავია, რომ ევრო 2024-ზე ეს პირველი დუბლია. ამრიგად, ნიდერლანდებმა 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა, ხოლო რუმინეთის ნაკრები კონტინენტის პირველად მერვედფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა.
ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში ავსტრიას ან თურქეთს დაუპირისპირდება.
რუმინეთი - ნიდერლანდები 0:3 (0:1)
მიუნხენი, „ალიანს არენა“
რუმინეთი (4-1-4-1): ნიცა; რაციუ, დრაგუშინი, ბურკა, მოგოში (რაცოვიტანი 38); მ. მარინი (სისალდაუ 72); მანი, სტანჩუ (ოლარუ 88), რ. მარინი, ჰაჯი (ალიბეკი 72); დრაგუში (მიჰაილა 72)
მწვრთნელი: ედუარდ იორდანესკუ
ნიდერლანდები (4-3-3): ვერბრუგენი; დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე (ვან დე ვენი 69); შუტენი (ვეერმანი 69), სიმონსი, რეინდერსი; ბერგვაინი (მალენი 46), დეპაი (ბლინდი 90), გაკპო (ვეგორსტი 84)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 0:1 გაკპო (20), 0:2 მალენი (83), 0:3 მალენი (90)
გაფრთხილება: მ. მარინი (67), სტანჩუ (81) - დუმფრისი (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 24 (6) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:13 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დდ
ლებედევს ფინალიც მოაგებინეს ბოგომოევთან. ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენთვის უფრო კარგია ლებედევი ჯობს ლადოსთვის ვიდრე მუსუკაევი
დიდი აურზაურით დაიწყი ღრუსეთის შემპიონატი 57 კილოში ვიქტორ ლებედევს აშკარად მოაგაბინეს მუსუკაევთან 4-3...რასაც ჩხუბი და ალიაქოთიმოჰყვა,დაღესტნელებმა საერთოდ უარი თქვეს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ტურნირი შეწყდა გაიმართა მოლაპარაკება,ბოლო ინფორმაციით მიიღეს უცნარი გადაწყვეტილება-მუსუკაევს მიენიჭა გამარჯვება 4-2 მაგრამ ჭიდაობას გააგრძელებს ლებედევი...თუმცა ვნახოთ საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან...