რაგბი

18:46 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

‘შავი ლომი’ | ნაცნობ გუნდებთან ჩელენჯ თასზე

დღეს ნაშუადღევს კარდიფში 2024/2025 წლების სეზონის ინვესთიქ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველო ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირ ჩელენჯ თასში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ‘შავი ლომი’ შარშანდელის მსგავსად მესამე ჯგუფში მოხვდა. ასევე შარშანდელის მსგავსად, რიჩარდ კოკერილის შეგირდებთან ერთად ჯგუფში არიან ინგლისური ‘გლოსთერი’, უელსური ‘სქარლეთსი’ და შოტლანდიური ‘ედინბურგი’.

ქართული რაგბისთვის ისტორიულ, პირველ ჩელენჯ თასზე, ‘შავმა ლომმა’ პირველი ნუგეშ-ქულა სწორედ ‘გლოსთერთან’ მიიღო (10:15), ‘სქარლეთსთან’ პირველი გამარჯვება იზეიმა (23:7), ‘ედინბურგთან’ კი არ უთამაშია. ახალ სეზონში ზემოთანხსენებ გუნდებთან ერთად მესამე ჯგუფში ითამაშებენ ფრანგული ‘ვანი’ და ‘ბეიონი’.

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4-4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, ფლეი ოფში კი ოთხი საუკეთესო გავა. თამაშები 6-8 და 13-15 დეკემბერს, ასევე 10-12 და 17-19 იანვარს ჩაინიშნება. კონკრეტულად ვინ იქნებიან ‘შავი ლომის’ მეტოქეები და სად გაიმართება თამაშები უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ჩელენჯ თასის ჯგუფებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ქონახთი (ირლანდია), ჩითასი (სამხრეთ აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია);

მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), ოსფრეიზი (უელსი);

მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბეიონი (საფრანგეთი), სქარლეთსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსთერი (ინგლისი).

RUGBY.GE

0.116275