საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას ისევ „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, შეთანხმება მიღწეულია.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ბითაძე „ორლანდოსთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ფარგლებში 25 მილიონ ევროს მიიღებს.
გოგა ბითაძე NBA-ში 2019 წლიდან თამაშობს, თავიდან „ინდიანა პეისერსში“ ირჯებოდა, ხოლო 2023 წლიდან „ორლანდოს“ წევრია და თამაშში საშუალოდ 5 ქულას აგროვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები :* დილაში?)))))
ეხლა სად მუშაობს რო???
დილაში უნდა დაბრუნებულიყო
ჩამოვიდეს და ჩამოიყვანოს ბიჭები ჩიხურაში თორემ ეგრევე გავარდებით ევროპიდან