პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სლოვენიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ის არასდროს დანებდება.
„რთული იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. ისინი თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ პორტუგალიამ მოიგო, რადგან ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. უფრო მეტი მომენტი გვქონდა და ვიმსახურებდით მეოთხედფინალში გასვლას.
საფრანგეთთან რთული თამაში გვექნება და ომში მივდივართ. ამ მაისურით ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, არასდროს მეშინოდა რაღაცების პირისპირ შეხვედრის და დანებება არის ის, რასაც ჩემს სახელთან მიმართებაში ვერასდროს გაიგებთ.
ჩემთვის ბოლო ევროპის ჩემპიონატია? ნამდვილად, ეს ჩემი ბოლო ევროა“, - თქვა რონალდუმ.
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალში 5 ივლისს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.