ფეხბურთი

21:20 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა გახარებულ ქართველებს ვხედავდი"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ევრო 2024 ამაყებმა და თავაწეულებმა დატოვეს.

“ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები”, - დაწერა ხვიჩამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

0.11297