ფეხბურთი

19:22 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უეფასგან სოლიდური თანხაც გამოიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, პირველი მატჩიც მოიგო და ჯგუფიდანაც გავიდა, რითაც ქართული ფეხბურთის დიდი ისტორია დაიწერა.

დიდებული სპორტული შედეგების გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან ფინანსური მოგებაც ნახა.

ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის თითოეულმა ნაკრებმა უეფასგან 9.25 მილიონი ევრო მიიღო, შესაბამისად, საქართველომაც. ამას დაემატა მოგებული მატჩისთვის 1 მილიონი, ფრისთვის 0.5 მილიონი და მერვედფინალში გასვლისთვის 1.5 მილიონი ევრო.

შედეგად, ჯამში საქართველოს ნაკრებმა 12.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

0.137954