იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე „ნაპოლის“ და მისი წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
„კვარას შეუძლია სახლში კმაყოფილი, ამაყი, ბედნიერი დაბრუნდეს. მზადაა პირველად გახდეს მამა და შემდეგ, თუ მოინდომებს, კონტეს „ნაპოლის“ მთავარი კაციც. გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, ტექნიკური ლიდერი, „აძურის“ ამბიციების კაპიტალი: ის არ იყიდება და კონტრაქტის განახლება ელის, რომელსაც ხელმოწერა აკლია. რაღაც ჯერ კიდევ აკლია საბოლოო შეთანხმებას, დიახ, მაგრამ ახლა ყველა მზადაა ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბროს: მასთან და მის აგენტთან დიუსელდორფში დე ლაურენტისისა და მანას ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება“, - წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.