კალათბურთი

18:04 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ "ვირტუსში" დარჩენა გადაწყვიტა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია მომდევნო სეზონშიც „ვირტუს ბოლონიაში“ ითამაშებს.

ეს ინფორმაცია იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ დაადასტურა. როგორც მან თქვა, გარდა იმისა, რომ თორნიკე გუნდში დარჩება, მასთან მიმდინარეობს მუშაობა კონტრაქტის განახლებაზეც.

შენგელიას არაერთ ძლიერ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის, „პანათინაიკოსს“ და „ცრვენა ზვეზდას“, თუმცა, როგორც ჩანს ბოლონიელთა შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა, სადაც ბოლო სამი სეზონია თამაშობს.

თორნიკე შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად ორჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ ევროთასი მოიგო, ხოლო იტალიის სერია A-ს ფინალში ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114573