UFC-ში მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაყობს საქართველოს ნაკრებით, ხოლო ესპანეთი არა მხოლოდ ფეხბურთს თამაშობს, არამედ, მათი თამაში უბრალოდ ჯადოსნობაა.
„ძალიან ვამაყობ ამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია დაწერეს. მეორე მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ, მხოლოდ ფეხბურთი კი არა, სუფთა ჯადოსნობაა“, - დაწერა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4).