ფეხბურთი

15:35 | 1.07.2024 | ნანახია 726 - ჯერ

მიქაუტაძე: "ვამაყობ, რასაც მივაღწიეთ, ჩემს მომავალზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამაყობენ იმ შედეგით, რაც ევრო 2024-ზე აჩვენეს. 23 წლის ქართველმა თავის მომავალზეც ისაუბრა:

„ესპანეთს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენზე ძლიერები არიან. ეჭვგარეშეა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდია. პირველ ტაიმში მოვახერხეთ მათი შეჩერება, მაგრამ მეორე ნახევარში ეს ვეღარ გავაკეთეთ. ევრო 2024-ს თავაწეულები ვტოვებთ, ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ.

ჩემი მომავალი? ბედნიერი ვარ, ჩემი უნარები წარმოვაჩინე. ახლა შვებულებაში მივდივარ და ვნახოთ, რა მოხდება. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, - უთხრა ჟორჟმა ფრანგულ მედიას.

გიორგი მიქაუტაძე „მეცმა“ „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ ის ამ კლუბში არ დარჩება. ინტერესი დიდია - „მარსელი“, „ლიონი“, „ლანსი“, „ვესტ ჰემი“ და „მონაკო“. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება „მონაკოსთან“ შეთანხმებაც მიღწეულია, თუმცა ბრიტანულ მედიაში „ვესტ ჰემის“ შესახებაც ხშირად წერენ. გიორგის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147903