ფეხბურთი

15:08 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილით "ლაციო" და "ტორინო" დაინტერესდნენ

გიორგი ქოჩორაშვილი რომის „ლაციოში“? იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება, რომ 25 წლის ქართველი ნახევარმცველი რომაული კლუბის თვალთახედვის არეშია.

როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ქოჩორაშვილთან „ლაციოს“ წარმომადგენლები მალე მოლაპარაკებებს დაიწყებენ, მაგრამ „ბიანკოჩელესტეს“ კონკურენცია მოუწევს „ტორინოსთან“, რომელიც ასევე დაინტერესებულია ქართველი ფეხბურთელით.

ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატის წინ „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა, რომლის გადახდის შემთხვევაში ის ესპანურ კლუბს დატოვებს. „ლაციოსა“ და „ტორინოს“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებში 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 12 შეხვედრაში ითამაშა, მათ შორის, ევრო 2024-ზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და საგოლე პასიც მიითვალა.

0.131755