ფეხბურთი

3:31 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "მომავალში ვაჩვენებთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე დღეს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ესპანეთი ამ ჩემპიონატის ფავორიტად მიმაჩნია და მგონი, ყველა ასე ფიქრობს. ასეთი მატჩებით უკეთესი ხდები. საქართველოს შეუძლია ბრძოლა და მსგავს გუნდებთან თამაში, მაგრამ ესპანეთის დონე ძალიან განსხვავებულია. ჩვენ უფრო გავძლიერდებით და მინდა, მომდევნო წლებში კიდევ შევხვდეთ და ვანახოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე დღეს“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

0.118224