ფეხბურთი

22:42 | 30.06.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ინგლისი დიდ სირცხვილს გადაურჩა

ინგლისის ნაკრები დიდ ფიასკოს ბეწვზე გადაურჩა. გარეთ საუთგეიტის გუნდს ევრო 2024-დან გავარდნას წამები აშორებდა, მაგრამ ჯუდ ბელინგემის შედევრმა გადაარჩინა.

გელზენკირხენში, ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებთა მერვედფინალური მატჩ ძალიან საინტერესო გამოდგა. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა 90 წუთის განმავლობაში უშეცდომოდ ითამაშა და გამარჯვებასაც იმსახურებდა.

25-ე წუთზე სლოვაკეთის ნაკრების აქტიურობამ ლოგიკური შედეგი გამოიღო, როდესაც ივან შრანცმა კარგი კომბინაცია გოლით დაასრულა. სლოვაკებმა დაწინაურების შემდეგ უკან დაიხიეს, მაგრამ ინგლისის ნაკრებს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.

უფრო მეტიც, მეორე ტაიმის დასაწყისში სლოვაკეთის ნაკრები მეორე გოლთანაც ძალიან ახლოს იყო, რაც თამაშს ინტრიგას მოუკლავდა, მაგრამ ალბიონელები გადარჩნენ.

მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრები მაინც პრაქტიკულად გავარდნილი იყო ევროპის ჩემპიონატიდან, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეექვსე წუთზე ჯუდ ბელინგემმა არაფრისგან გაიტანა. მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა “მაკრატელა” დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. შესაბამისად, თამაში დამატებით დროში გადავიდა.

დემორალიზებულ სლოვაკეთს ქვა აღმართში დაეწია, რადგან დამატებული დროის პირველივე წუთზე მეორე გოლი გაუშვა, ამჯერად თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა და ინგლისის ნაკრებს უმძიმესი გამარჯვება მოაპოვებინა. სლოვაკეთს ნახევარი საათი ჰქონდა, მაგრამ სიტუაციის შესაცვლელად არც ენერგია ეყო და არც კლასი, თუმცა, კალცონას გუნდი ბრძოლისუნარიანობისთვის შექებას ნამდვილად იმსახურებს.

ინგლისის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალში 6 ივლისს, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება, მატჩი დიუსელდორფში გაიმართება.

ინგლისი - სლოვაკეთი 2:1 დ.დ (0:1)

გელზენკირხენი, „აუფ შალკე“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეჰი, ტრიპიერი (პალმერი 66); მეინო (ეზე 84), რაისი; საკა, ბელინგემი (გალაჰერი 106), ფოდენი (ტოუნი 90); კეინი (კონსა 106)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

სლოვაკეთი (4-3-3): დუბრავკა; პეკარიკი (ტუპტა 109), ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო; კუცკა (ბერო 81), ლობოტკა, დუდა (ბენეში 81); შრანცი (გიომბერი 90), სტრელეცი (ბოჟენიკი 61), ჰარასლინი (სუსლოვი 61)

მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა

გოლები: 0:1 შრანცი (25), 1:1 ბელინგემი (90)

გაფრთხილება: გეჰი (3), მეინო (7), ბელინგემი (17) - კუცკა (13), შკრინიარი (45), ვავრო (108), გიომბერი (114)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (2) – 13 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 27.08.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია

15:26 | 26.08.2019
მესიიიიი (1971)

გრიზის იმედი მქონდა,ვწერდი კიდეც,რომ მისი გოლებით უნდა მოგვეგო და ძაააან გამიხარდა "გრიზი შოუ" რომ ვნახე. ფატი მომავალი ეტოა, ჯერ ადრეა შედარება,მაგრამ უმაგრესი მონაცამები აქვს და სწორად უნდა განვითარდეს. პერესიც ძაააააან მაგარია, ნუ ჯერ ხერარდ პიკე ბერნაბეუ აწიოკებდა სამეფო მონებს "ბერნალეოზე", ახლა პერესი დააწიოკებს "ლეგენდარული პრეზიდენტის" სახელობის სტადიონს თუ არა, მის რომელიმე მონაკვეთს მაინც:დდდდდდდდდდდდდ
საუკუნის ტალანტი უკეთესი იყო,ვიდრე ბასკეთში, მალე ვნახავთ მის სრულ პოტენციალს.
მეჩვენება თუ ტიკი-ტაკას "რაღაც ელემენტებს" აბრუნებს "ბილბაო"? "შეუბერეს" მწორე ტაიმში და შედეგიც ვნახეთ.

P.S. Messi_G.O.A.T.

15:04 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

1941/42 წლები არ ითვლება. იმ დროს ცოტათი უფროსები უკვე ომში იყვნენ, რა ეფეხბურთებოდათ ?

14:35 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ბეტისის შემადგენლობა არათუ ხელწამოსაკრავი, არამედ მაგარია და ასე თავდასხმის არ მქონე ბარსელონასთან როგორ წააგეს.

15:02 | 26.08.2019
irakli111 (373)

შესაძლოა ბარსელონაა ძალიან ძლიერი წელს

14:51 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

არა ხელწამოსაკრავი.

0.071136