რაგბი

19:50 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ჰამბურგის ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა გერმანიაში, ჰამბურგში გამართული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი მე-5 ადგილზე დაასრულა.

ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრები 17:12 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი ლიეტუვას 10:7 სძლიეს. უკვე გუშინ გამართულ მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 0:28 დამარცხდა და ¼ ფინალში მეტოქედ პორტუგალიის ნაკრები ერგო.

მეოთხედფინალური მატჩი პორტუგალიასთან ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 14:21 დამარცხდა და უკვე მე-5 - მე-8 ადგილებისთვის შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდა, რომელიც 10:7 დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირზე გამართულ ბოლო მატჩში ქართველი მორაგბეები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, 14:12 დაამარცხეს და მე-5 ადგილი დაიკავეს. ტურნირის გამარჯვებული ირლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთი 19:14 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ხორვატიაში გამართულ ეტაპზე საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა.

0.115275