კალათბურთი

19:23 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა გამოსვლა ბოლო ადგილზე დაასრულა

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პატარა ქვეყნებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-7 - მე-8 ადგილებისთვის მატჩი ანდორასთან ჩაატარა და 49:80 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 14 ქულითა და 8 მოხსნით გამორჩეული ხატია ქებურია იყო. 8 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულეს შეხვედრა კესო ბარბაქაძემ და თამარ პაპუაშვილმა.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ოფიციალურ ტურნირზე 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს, ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა, კვიპროსის, მალტას და კოსოვოს ნაკრებებთან წააგო, მე-5 - მე-8 ადგილებისთვის მატჩში სომხეთთან დამარცხდა, დღევანდელი წაგების შემდეგ კი ტურნირი ბოლო, მე-8 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114972