ფეხბურთი

18:11 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: „კარვახაცხელია: თავი V“

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და დანი კარვახალის დაპირისპირებას სტატია მიუძღვნა:

„ესპანეთი-საქართველოს მატჩში მთავარი ყურადღება კვარაცხელიასა და კარვახალის დაპირისპირებაზე იქნება. ნოემბერში გამართული მატჩის დროს ალბათ, კარვახალმა არც იცოდა, რომ მათი დაპირისპირება „კლასიკად“ იქცეოდა. 296 დღის განმავლობაში ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდა, ორჯერ საკლუბო, ორჯერ კი სანაკრებო დონეზე.

დღეს „კარვაცხელიას“ მეხუთე თავი შედგება. საგა ესპანეთის მიერ საქართველოს 7:1 დამარცხებით დაიწყო და „რეალ მადრიდის“ მიერ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ ორჯერ დამარცხებით გაგრძელდა, ბოლო აკორდი კი „ლა როხას“ კიდევ ერთი გამარჯვება იყო „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ.

„კვარადონას“ საუკეთესო ვერსია პორტუგალიასთან გამართული მატჩის 92-ე წამზე გამოჩნდა. ქართველზე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ დაჯარიმდნენ და წარმატებულ დრიბლინგებში ის მე-4 ადგილზეა. ამის მიუხედავად, კარვახალი ყოველთვის ახერხებდა ქართველის კუთხეში მიმწყვდევას. ქართველმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო - იმ მატჩში, რომელიც ესპანეთმა 3:1 მოიგო.

ორივე მათგანისთვის ეს ახალი სცენარი იქნება. ორივე მათგანი ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ხვდებიან. არცერთმა იცის როგორია ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ძირითად შემადგენლობაში დაწყება. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტია, კარვახალს კი არც რუსეთში და არც კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.“ - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი დღეს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

0.121786