ფეხბურთი

15:19 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: არც მამარდაშვილი, არც კვარაცხელია, სანიოლისთვის მთავარი კაცი კიტეიშვილია

ესპანურმა გამოცემა As-მა ოთარ კიტეიშვილს სტატია მიუძღვნა, რომელშიც წერია, რომ ის ვილი სანიოლისთვის უფრო მნიშვნელოვანი კაცია, ვიდრე გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია ან გიორგი მიქაუტაძე.

„არც კვარაცხელია, არც მამარდაშვილი და არც მიქაუტაძე. ვილი სანიოლისთვის ამ საქართველოს ნაკრებში მთავარი კაცი ოთარ კიტეიშვილია. შემთხვევითობა არ უნდა იყოს, რომ ავსტრიული „შტურმის“ ტანდაბალი (1.72 სმ) შემტევი ნახევარმცველი პორტუგალიასთან გადამწყვეტ მატჩში ძირითადში გამოჩნდა და მისი თამაში გამორჩეული იყო.

„ოთარი დიდი ფეხბურთელია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა პორტუგალიის წინააღმდეგ. დიდი გუნდის პრეზიდენტი რომ ვიყო, მას ხვალვე შევიძენდი. ევროპული კლუბების სკაუტებმა ცოტა მეტი უნდა იმუშაონ“, - თქვა სანიოლმა.

28 წლის კიტეიშვილმა ივნისის დასაწყისში მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ამიტომ, თურქეთთან და ჩეხეთთან ვერ ითამაშა. პორტუგალიასთან მისმა გამოჩენამ საქართველოს მისცა ხარისხიანი ბოლო პასი, რაც სჭირდებოდათ კვარაცხელიას და მიქაუტაძეს.

„დინამო თბილისის“ აღზრდილი ფეხბურთელი 2018 წლიდან „შტურმში“ თამაშობს და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2026 წლამდე ახალი კონტრაქტი გაფორმა კონტრაქტი. ავსტრიული კლუბის ლიდერებმა იგრძნეს, რომ ის ამ ევროპის ჩემპიონატზე ყურადღებას მიიპყრობდა. მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა, თუ ესპანეთის წინააღმდეგ გაიმეორებს იმ თამაშს, რაც პორტუგალიასთან აჩვენა, ბევრი გუნდისთვის ეს ფული ძალიან ცოტა იქნება.

Box To Box-ის ნახევარმცველი, რომელიც ხაზებს შორის მოძრაობს, ძალიან შრომისმოყვარეა. ესპანეთში კიტეიშვილი თავის მოდელს ასე ახასიათებს: „როდრი საუკეთესოთა შორისაა, მაგრამ ბოლო წლებში პედრი ძალიან მომწონს“, - დღეს საღამოს, კიოლნში, ის აისრულებს ოცნებას და ითამაშებს „ბარსელონას“ ფეხბურთელის წინააღმდეგ“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს საქართველოს ნაკრებში 38 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.120399