ფეხბურთი

14:46 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შესაძლო გათავისუფლების შესახებ შეკითხვას უპასუხა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ევრო 2024-ის 1/16-ფინალური მატჩში სლოვაკეთთან მარცხის შემთხვევაში, მისთვის ბოლო შეიძლება გამოდგეს.

„არა. ამაზე არც მიფიქრია. მიყვარს აქ მუშაობა. მინდა დარჩენა ტურნირის ბოლომდე. მოუთმენლად ველი მომდევნო დღეებს“, - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდების მატჩი დღეს, 30 ივნისს გაიმართება გელზენკირხენში და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113224