ფეხბურთი

1:59 | 1.07.2024 | ნანახია 7445 - ჯერ

დე ლა ფუენტე: "საქართველო სწრაფ კონტრშეტევებში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა შეიძლებოდა 8:1 მოგვეგო"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:4) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებიდან სახიფათო იყო, გოლმა თავიდან დაგვაბნია, მაგრამ შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და 8:1-იც შეიძლებოდა მოგვეგო. თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი შევქმენით. ეს მოგება დასაფასებელია, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა.

ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები ანგარიშში, ზოგჯერ წინ გახვალ, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ჩვენ უფრო ცივი გონებით უნდა მივუდგეთ თამაშს, ალბათ, ცივმა ოფლმაც დაგვასხა გოლის გაშვების შემდეგ, მაგრამ შევძელით თამაშის გაკონტროლება. ყველა სიტუაცია გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ, რადგან ყველაფრისგან ვსწავლობთ. ვიცით, როგორია ფეხბურთი და ეს გამოცდილებაა, ჩვენ ნებისმიერი ტიპის გარემოებისთვის მზად ვართ. თამაშში არის განსხვავებული მომენტები, თუ გააკონტროლებ ემოციას ყველა სიტუაციაში, ეს ნამდვილად კარგ შედეგს მოგიტანს. იმედი გვაქვს, რომ ტურნირზე კიდევ სამ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენ ახლა ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, ზოგჯერ შეიძლება დინების წინააღმდეგ ბრძოლა მოგიწიოს და ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ეს შეუძლია. ვიცით, რომ ყველა თამაში რთული იქნება. გერმანიასთან შეიძლებოდა ფინალი ყოფილიყო, არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც, ასე რომ, ნამდვილად ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით.

თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, მომენტებს მუდმივად ვქმნიდით. ვიცოდით, რომ მეტოქის საუკეთესო იარაღი კონტრშეტევა იქნებოდა და გოლიც ასე გავუშვით. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა გონზე მოსასვლელად, შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და ცოტა უფრო ცივი გონებით გავაგრძელეთ თამაში. როდრი მოედნის ცენტრში კომპიუტერია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. საქართველოს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ, ვიცოდით მათი პოტენციალის შესახებ, სწრაფი კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა კონტროლის მოსაპოვებლად, თუმცა ვიცოდით, რომ აქ სასეირნოდ არ ვიყავით, გვექნებოდა სირთულეები. პირველ ტაიმში ბევრი ვიმუშავეთ.

ყველა გუნდს გააჩნია ნაკლი, არც ერთია იდეალური, ჩვენც გვაქვს ნაკლი. გერმანიას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან ორგანიზებული გუნდია, მაღალი დონის დისციპლინა აქვთ, გერმანული ფეხბურთის მანქანაა, მაგრამ მათ წინააღმდეგ იქნება მსგავსი გუნდი, მოგებაზე ორიენტირებული, ამბიციური და ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაში იქნება. ამ დონეზე პატარა დეტალები მნიშვნელოვანია, რომელმაც შეიძლება თამაშის ბედი გადაწყვიტოს. უნდა განვაგრძოთ ასე მუშაობა, უნდა მოვუმატოთ.

როდრი არის ყველაფრის ღერძი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ის ყველა ფეხბურთელთან კონტაქტობს და ჩემი გზავნილის გადაცემა შეუძლია მათთვის. მან ზუსტად იცოდა მე რა მინდოდა სხვა ფეხბურთელებისგანაც და დიდი პრივილეგიაა, რომ როდრი გვყავს და მასზე დაყრდნობა შეგვიძლია“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:21 | 18.07.2016
valeri8848 (2622)

სენსაციისა და დვალიშვილის იმედათ ვართ????

12:01 | 17.07.2016
(128)

ვეღარ ვადევნებ თვალს და ზაგრების დინამოს ვხვდებით? ეჰჰჰ...ორი სწრაფი და ტექნიკური თავდასხმაზე ორიენტირებული მცველის გარეშე არანაირი შანსი არ გვაქვს... 4-2-3-1-ს გამოვიყენებდი და შემტევ ნახევარმცველად უფრო სწორედ უკანდახეულ შემტევად დავაყენებდი დვალიშვილს და ცენტრფორვარდად ქვილითაიას... ველევს კი მარჯვენა მცველად ლობჟანიძის ნაცვლად.... გაუშვით ეს ლობჟანიძე არ შეიძლება...ოქრიაშვილი დაგვხატავდა

05:31 | 17.07.2016
araza-1918 (6330)

ლობჟანიძე მაგარია

18:17 | 16.07.2016
shakooo7 (2507)

გეგუჩაძე მწვრთნელად, ამ შემადგენლობას პლიუს ოქრიაშვილი, ვაწაძე და 2 ძლიერი ლეგიონერი დაცვის ფლანგზე (ოღონდა არა შპიჩიჩისნაირები) და დაგვხეოდა ზაგრები მერე

01:06 | 17.07.2016
LA.paata (757)

გადამეტებული წარმოდგენა ოქრიაშვილზე, მასზე არა ნაკლები იუვეში გაუშვეს და კიდევ ერთს კიდიან, მარა რეალურად თუ ვიმსჯელებთ მაინც ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მაშინაც იკნებოდა გეგუჩიანად და ოქრი + 2 იაფი ლეგიონერიანად, ჯერ სომხებს გავცდეთ რაშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ და მერე ვილოცოთ რომ ზაგლებში გაგვიმართლოს დზალიან, ესაა რეალობა

22:19 | 16.07.2016
ika_juve (1742)

მართლადა ამ ოქრიაშვილს თურქეთის მაჩანჩალა გნდს დინამო არ ურჩევნია?

18:12 | 16.07.2016
shakooo7 (2507)

კატუშიჩას თავმდაბლობას ვერ დააბრალებ აშკარად

17:13 | 16.07.2016
Torres9 (12692)

მგონია დინამო სომხეთშიც მოიგებს...დილაში რა ხდება რაღაც კაი ამბებიაო დღეს აქვთ პრესკონფერენცია

17:44 | 16.07.2016
_svani_ (347)

კაი დროს იყიდა))) როცა ფეხბურთელები წავიდნენ ნუ ეგ პრობლემა არ იქნება ისევ მოიყვანენ მაგრამ მთავარი ევროპალიგიდან გამოვარდა და ისიც სომხებთან ცოტა ადრე რომ ყოფილიყო ეგ ყველაფერი კარგი იქნებოდა

18:12 | 16.07.2016
Torres9 (12692)

როგორც წესი და რიგია ისე მოხდა დილას შემთხვევაშიც.სეზონის შემდეგ დაიშალა გუნდი ეხა იპოვნიან 1 წლიან სპონსორს ჩაამთავრებენ ჩემპიონატს სამეულში შევლენ მერე ისევ დაიშლებიან და ესე უსასრულოდ)))

17:36 | 16.07.2016
M.U2016 (1925)

იყიდა ვითომ ებრაელმა? კარგია თუ ეგრეა

16:30 | 16.07.2016
გიო-ბარსა (163)

ობიექტურად რო ვიმსჯელოთ ზაგრები გაცილებით ძლიერია,თუმცა შანსი მაინც ექნება დინამოს რო სენსაცია მოახდინოს,ამიტო ძაან უნდა მოინდომონ ბიჭებმა და თავი შეაკლან,მე მაინც მაქ სენსაციის იმედი

16:13 | 16.07.2016
Shevche (15054)

დვალიშვილი ადეკვატური ფეხბურთელია, უბრალოდ საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰყოფნის.
ალაშკერტთან ყველაფერს სწორად აკეთებდა. ბრძოლობდა, პასს არ აგვიანებდა, კარგად იხსნებოდა.
საგოლე მომენტშიც სწორად მოიქცა, უბრალოდ ვერ შეასრულა.

ქვილითაიას მონაცემები თითქოს უკეთესი აქვს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო დაბალი.

ტაქტიკა შემადგენლობიდან გამომდინარე უნდა აარჩიო. კარგი იქნებოდა 4-2-3-1, ცენტრფოვარდად დვალიშვილი, ქვილითაია კი სკამზე, მაგრამ დინამოს პაპუნაშვილის და კიტეიშვილის გარდა, მესამე კარგი შემტევი ნახევარმცველი არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჯობია ისევ 4-4-2 ვითამაშოთ:
____________________________სკრიბე
__________ლობჟანიძე_____რენე_____ალეკო_____თევზაძე
____________________ველევი________ცინცაძე
________პაპუნაშვილი______________________კიტეიშვილი
_________________დვალიშვილი_____ქვილითაია

შეცვლაძე: ჯიღაური, კურიე(?), მეტი, მგონი, არავინაა, ვინც თამაშის გაძლიერებას შეძლებს.
პარუნაშვილი და ჭანტურიშვილი, ჩემი აზრით, არ არიან დინამოს დონის. ნუ, მაქსიმუმ სკამზე.
ჭელიძე, შპიჩიჩი, გელაშვილი გასაშვებები არიან.

16:31 | 16.07.2016
matri (2779)

ჭანტურიშვილზე ვერ დაგეთანხმები, ამ ბიჭს კარგი ტექნიკური მონაცემები აქვს.

16:44 | 16.07.2016
Shevche (15054)

როცა ,,ტექნიკურ მონაცემებს" თან ახლავს 0 საფეხბურთო ინტელექტი, გამოდის ტიპიური უაზრო ქართველი ფეხბურთელი, როგორებიც ძალიან ბევრი გვყავს.

15:13 | 16.07.2016
matri (2779)

დინამოს ძალიან მცირე შანსი აქვს, თუ ჩემპიონატის დონემ არ აიწია და კარგი ფეხბურთელებით არ გაძლიერდა დინამო ევროპის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტია.

15:01 | 16.07.2016
სავაშა__ (6590)

---------------სკრიბე---------------
ლობჟანიძე-ამისულაშვილი-რენე-თევზაძე
----------ველევი---ცინცაძე----------
პაპუნაშვილი--კიტეიშვილი--დვალიშვილი
--------------ქვილითაია-------------

შეცვლაზე - ჯიღაური,კურიე,ჭანტურიშვილი(ან, პარუნაშვილი)

თუ გახსოვთ ესპანეთთან დვალიშვილმა ფლანგზე ითამაშა და თან ძალიან კარგად.

ნუ შეიძლება ფლანგზე დვალიშვილის ნაცვლად ჭანტურიშვილის ან ჯიღაურის დაყენებაც, დვალიშვილი ფორვარდად და ქვილითაია სკამზე. მოკლედ არჩევანი საკმაოდ დიდია - აბა ჩვენ ვიცით. წარმატებები თბილისის დინამოს.

16:03 | 16.07.2016
რენე ფერეირა (6798)

ასე ოპტიმისტურად არცერთ ზაფხულზე არ მახსოვხარ აქ მეც დიდი იმედი მაქ ამ შემადგენლობით შეგვწევს ძალა ზაგრებიც გავიაროთ მთავარია სწორი ფეხბურთი

15:15 | 16.07.2016
matri (2779)

მე თავდასხმაში დვალიშვილს ვარჩევდი, ქვილითაია ნიჭიერი ფორვარდია თუმცა ობიექტურად რომ შევხედოთ სიტუაციას ამ მომენთში დვალიშვილი უფრო გამოსადეგია თავდასხმაში, გამოცდილია და ნორმალურ კლუბებშიც აქვს ნათამაშები.

14:23 | 16.07.2016
zurikela (111)

მაგ ბოროტ ენეს გასაგებადდ. ის ნაკრები იყო ეხლა კლუბების დროაა:-))))))

14:10 | 16.07.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

ობიექტურაд იბაზრა ამ კაცმა. ჩვენზე ძლიერები არიან ზაგრებელები, თუმცა სიურპრიზების შეთავაზება შეგვიძლია.
მაგრამ ბოროტი ენები ამბობენ სენსაციების ლიმიტი ესპანეთის ნაკრებთან ამოვწურეთო DDDDD

13:45 | 16.07.2016
zurikela (111)

მერე ეხლა კიარ გაუშვებენნ მაგათთ.. მაინც კარგიი ფეგბურთელები ყავთთ მაგალი დონისს..

17:47 | 16.07.2016
_svani_ (347)

ზუსტად იცი რომ ეხლა არ გაუშვებენ?

13:35 | 16.07.2016
_svani_ (347)

ოოო შანსი იზდება როგი და მითუმეტეს პიაცა თუ გაუშვეს ჩვენ თამაშამდე..... მაშინ ოოო

12:28 | 16.07.2016
Rene santos (342)

Pjaca da rogi tu gayides dzaan dasustdebian

11:41 | 16.07.2016
zangura (786)

აბა ამას ყვანან თუ ყვანან : )))

0.063593
7445