12:16 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: კანადამ ჩილე ჯგუფში ჩატოვა, არგენტინამ მესის გარეშე ითამაშა

ვალტერ სამუელმა, რომელიც არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის ასისტენტია, ისაუბრა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლიონელ მესის მდგომარეობაზე, რომელმაც გამოტოვა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი გამოტოვა პერუსთან (2:0).

„ის გასახდელში იყო და შევამჩნიეთ, რომ უკვე უკეთ გრძნობს თავს. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი მეოთხედფინალურ მატჩამდე, ამიტომ საბოლოო ვითარებაზე ამ დროისთვის საუბარი ნაადრევია. ყოველდღე ველაპარაკებით ექიმებს“, - ციტირებს სამუელის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ჩილესთან ამერიკის თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში (0:1) კუნთის ტრავმა მიიღო. მანამდე RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა ამ ტურნირის მეოთხედფინალი გამოტოვოს ტრავმის გამო.

არგენტინამ პერუს 2:0 მოუგო ლაუტარო მარტინესის დუბლით და ჯგუფური ეტაპი 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულა.

ამავე ჯგუფში კანადამ და ჩილემ ნულოვანი ფრე ითამაშეს, რამაც კანადა ფლეი-ოფში გაიყვანა, ჩილე კი შინ მიემგზავრება.

A ჯგუფი

  1. არგენტინა 3 3 0 0 5:0 9
  2. კანადა 3 1 1 1 1:2 4
  3. ჩილე 3 0 2 1 0:1 2
  4. პერუ 3 0 1 2 0:3 1
0.113204