ფეხბურთი

1:20 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია მეოთხედფინალშია: "ბუნდესნაკრებმა" დანიას ადვილად აჯობა

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. იულიან ნაგელსმანის გუნდმა კარგად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ მერვედფინალური ბარიერიც შეიძლება ითქვას მარტივად და დამაჯერებლად გაიარა.

„ბუნდესნაკრებმა“ დორტმუნდში დანიის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩის სტარტზევე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოსკენ კი, შეხვედრა შეწყდა. მიზეზი ჭექა-ქუხილი იყო... დორტმუნდში უამინდობა საქართველო-თურქეთის შეხვედრაშიც ვნახეთ, ახლაც ძლიერად გაწვიმდა, რასაც ჭექა-ქუხილიც დაერთო და მთავარ მსაჯს მატჩს შეწყვეტა მოუწია. პირველ ტაიმში მთავარი ამბავი ეს იყო.

მეორე ნახევარი დანიელებმა გოლით დაიწყეს. იაოხიმ ანდერსენმა გახსნა ანგარიში, მაგრამ ძალიან მცირე თამაშგარე დაფიქსირდა, რის გამოც გოლი გაუქმდა. ძალიან მალე კი, ანდერსენი ანტიგმირი გახდა, რადგან საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა. ანდერსენის წინააღმდეგ VAR-ზე ორ წუთში ორი გადაწყვეტილება მიიღეს. პენალტი კაი ჰავერტცმა ზუსტად შეასრულა.

გოლმა გერმანიის ნაკრებს ფრთები შეასხა და ნაგელსმანის გუნდის უპირატესობა ძალიან გაიზარდა. ლოგიკურია, რომ ეს უპირატესობა მალევე აისახა გოლში, რომელიც ჯამალ მუსიალას აქტივშია. მან მესამედ გამოიჩინა თავი მიმდინარე ევროზე და ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა.

დარჩენილ დროში დანიის ნაკრებმა გერმანიას ვერაფრით უპასუხა, უფრო მეტიც, მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებმა 2:0 მოიგო და მეოთხედფინალშია.

მეოთხედფინალში, სადაც გერმანიის მეტოქე საქართველოს ან ესპანეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა 5 ივლისს, შტუტგარტში გაიმართება.

გერმანია - დანია 2:0 (0:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, რიუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი (ჰენრიხსი 80); ანდრიხი (ემრე ჯანი 64), კროოსი; სანე (ანტონი 88), გიუნდოგანი (ფიულკრუგი 64), მუსიალა (ვირტცი 80); ჰავერტცი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

დანია (3-4-3): შმეიხელი; ანდერსენი, ვესტეგორი, კრისტენსენი (ბრუნ ლარსენი 81); ბა, დელანი (ნორგორი 69), ჰოიბერგი, მელე; სკოვ ოლსენი (პოულსენი 69), ჰოილუნი (ვინდი 81), ერიკსენი (დამსგორი 81)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანი

გოლები: 1:0 ჰავერტცი (53, პენ), 2:0 მუსიალა (68)

გაფრთხილება: ანდერსენი (57), მელე (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (10) - 10 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110728