საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მცირე კომენტარი ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
"გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, რომ ჩვენთვის არ დამთავრდეს ევროპის ჩემპიონატი და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ", - თქვა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.