ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე ძიუდოში, ნოდარ კობალაძემ 90+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს მეორე მედალი მოუტანა.
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა შეჯიბრზე პირველი რაუნდი გამოტოვა, შემდეგ კი ავსტრიელი, და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ასევე უკრაინელი ნიკიტა იუდანოვს სძლია და საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრებები დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა. გუშინ, 66 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გივიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.