კალათბურთი

20:59 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პატარა ქვეყნებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-5 - მე-8 ადგილებისთვის მატჩი სომხეთთან ჩაატარა და 58:81 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით და 4 მოხსნით გამორჩეული თამარ პაპუაშვილი იყო. 10 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ხატია ქებურიას, კესო ბარბაქაძემ კი მატჩი 10 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა, კვიპროსის, მალტას და კოსოვოს ნაკრებებთან წააგო, დღევანდელი მარცხის შემდეგ კი ჩვენი გუნდი, რომელიც ოფიციალურ ტურნირზე 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს, ხვალ ანდორას მე-7 - მე-8 ადგილებისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127938