ფეხბურთი

10:46 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ ფეხის თითი იტკინა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კარიმ ბენზემამ პორტუგალიასთან 2:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში ფეხის თითი დაიზიანა და სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება მოუწევს.

26 წლის თავდამსხმელი, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა 89-ე წუთზე სწორედ თითის ტკივილის გამო შეცვალეს.

“ხვალ რენდგენს გადამიღებენ, რადგან თითში რამდენიმე დარტყმა მივიღე და ძალიან მტკივა” - განუცხადა Inside Spanish Football-ს ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში კარიმის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან მანამდე ნაკრებთან ვარჯიშისას ბარძაყი დაიზიანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117626