ფეხბურთი

19:29 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პსჟ“ ლამინ იამალის სანაცვლოდ 250-მილიონიან შეთავაზებას ამზადებს

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ლამინ იამალთან დაკავშირებით სარეკორდო, 250-მილიონიან შეთავაზებას უმზადებს.

ესპანური მედიის ცნობით, ფრანგულ კლუბს სურს გუნდში კილიან მბაპეს დანაკლისი შეავსოს და ამისთვის, მზადაა „ბარსელონას“ 16 წლის უნიჭიერეს შემტევში სარეკორდო რაოდენობის თანხა გადაიხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, ლამინ იამალი კლუბის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაშია, რის გამოც ივარაუდება, რომ „ბარსელონა“ ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის.

ამჟამად, იამალი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და საქართველოსთან გასამართი 1/8-ფინალური მატჩისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119573