13:36 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუტი ხვიჩა კვარცხელიაზე „გაბრაზებულია“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ განაცხადა, რომ გაბრაზებულია „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე იმის გამო, რომ მას მაისური ჯერ არ გაუგზავნა.

„ცოტა გაბრაზებული მასზე. ჩვენ მიმოწერა გვქონდა და დამპირდა, მაისურს გამომიგზავნიდა - მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ჩანს. ამ ევროს განმავლობაში ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მისი ერთ-ერთი მაისურა მივიღო. ზუსტად ევროპის მიმდინარე ჩემპიონატიდან“, - განაცხადა გუტიმ ტელეკომპანია El Chiringuito-ს საფეხბურთო გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან მარტში მადრიდის „რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური გაუგზავნა და დაწერა: „რეალში“ გელოდები. შენი თამაში კიდევ ბევრ ადამიანს შეაყვარებს ჩვენ გუნდს“. თავის მხრივ, ქართველი ფეხბურთელი გუტის სათამაშო მაისურის გაგზავნას დაჰპირდა.

ამჟამად კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე მონაწილეობს. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე „ჯვაროსნები“ ესპანელებს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.

0.115487