ფეხბურთი

12:54 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: „ჯგუფურ ეტაპზე ყველა სიტუაციაში ღირსეულად გამოვედით“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მერვედფინალში დანიასთან მატჩის წინ ევროპის ჩემპიონატის გასულ ჯგუფურ ეტაპზე ისაუბრა.

„ჯგუფური ეტაპი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან პირველმა მატჩმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდით, შემდეგ რთული თამაშები გვქონდა უნგრეთთან და შვეიცარიასთან. ასე რომ, ჩვენ მოვახერხეთ ყველა სიტუაციაში ღირსეულად გამოსვლა. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ რთული გარემოებების დაძლევა“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

გერმანიის ნაკრებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე A ჯგუფში შვიდი ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, მათი მეტოქეები შოტლანდიის (5:1), უნგრეთისა (2:0) და შვეიცარიის (1:1) ეროვნული გუნდები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ დანიასთან მერვედფინალური მატჩი დღეს, 29 ივნისს, დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.119331