ძიუდო

2:00 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზი 2024-ზე ძიუდოს ტურნირში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 4 სპორტსმენს მიანიჭა, რამაც რუსეთის ძიუდოს ფედერაცია გააღიზიანა და გადაწყვიტა, ოლიმპიურ თამაშებზე არცერთი მონაწილე არ გაუშვას.

ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაზე მიწვევა 17 რუსი სპორტსმენიდან მხოლოდ 4-ს, ვალერი იენდოვიცკის, მახამდბეკ მახამადბეკოვს, ელის სტარცევას და დალი ლილუაშვილს გაუგზავნა. რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, სერგეი სალავეიჩიკის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირში საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა.

სალავეიჩიკის მტკიცებით, რუსი სპორტსმენების გარეშე ტურნირი შესუსტდება და ჩემპიონები ამით ბედნიერები ვერ იქნებიან, თუმცა ფაქტია, ოლიმპიური კომიტეტი ამ გადაწყვეტილებას აღარ გადათქვამს და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი რუსი სპორტსმენების გარეშე გაიმართება.

პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ძიუდოს ტურნირი კი 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

თეგებიპარიზი 2024
0.124487