ფეხბურთი

21:02 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხოსელუმ „რეალ მადრიდი“ დატოვა

„რეალ მადრიდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 34 წლის შემტევმა, ხოსელუმ კლუბი დატოვა და კარიერას კატარის „ალ გარაფაში“ გააგრძელებს.

„სამეფო კლუბმა“ ხოსელუ „ესპანიოლიდან“ გასული წლის ზაფხულში ინათხოვრა და 34 წლის შემტევი კლუბს ძალიან დაეხმარა. ხოსელუმ „რეალ მადრიდში“ ჩატარებულ 51 მატჩში, საიდანაც უმრავლესობაში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. შემტევმა მადრიდულ კლუბთან ერთად გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„სამეფო კლუბმა“ თავდამსხმელის კონტრაქტი გამოისყიდა და კატარულ „ალ გარაფას“ სიმბოლურად, 1.5 მილიონად მიჰყიდა, იმ ფასად, რაც თავად მისი გამოსყიდვა დაუჯდა.

„ალ გარაფამ“ კატარის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა. ამჟამად, ხოსელუ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც 1/8 ფინალურ მატჩში, 30 ივნისს, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.111399