ფეხბურთი

20:00 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო: “საქართველო რთული მეტოქე იქნება“

ესპანეთის ნაკრებისა და ამჟამად უკვე „ალ ქადისიას“ მცველმა, ნაჩომ საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ ისაუბრა:

„ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული მოთამაშეა. ჩვენ მას ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ვეთამაშეთ და ის აბსოლიტურად განსხვავებულია. ქართველი კარგად მოძრაობს, ერთი-ერთზე შესანიშნავად მოქმედებს. ეჭვგარეშეა, რომ ის გუნდის ლიდერი და ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. ხალხი შეიძლება ფავორიტებად მიგვიჩნევს, თუმცა ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვეცდებით ჩვენი ტემპი ვაჩვენოთ და მთელი ტურნირის განმავლობაში ერთი დონე შევინარჩუნოთ.

ჩემი აზრით, საქართველო რთული მეტოქე იქნება, რადგან დაცვიდან ითამაშებს და თავისი მომენტების გამოყენებას კონტრშეტევებზე ეცდება. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე წუთიდან მოგებაზე ვითამაშოთ.

მამარდაშვილი კარგი მეკარეა. ლა ლიგაში გამორჩეულია და ფანტასტიკურ ევროპის ჩემპიონატს ატარებს. ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა არ იდარდოთ, ვეცდებით რაც შეიძლება ბევრი გოლი გავუტანოთ და დავრწმუნდეთ, რომ მას ცუდი დღე ექნება. ეჭვგარეშეა, რომ ის ძალიან კარგი მეკარეა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124426