ავსტრიაში, „რედ ბულ რინგის“ ტრეკზე ფორმულა 1-ის სპრინტ კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
ფორმულა 1-ის მე-11 ეტაპი პირველი ვარჯიშით დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც ასევე მასპინძელი გუნდის ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი გახდა, ცოტა ხსნის წინ კი უკვე ხვალ გასამართი სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც კვლავ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო. ფერსტაპენმა უსწრაფესი წრე 1:04:686-ში დაფარა და მეორე ადგილზე მყოფ „მაკლარენის“ ლანდო ნორისს 0.093 წამით აჯობა. ხვალინდელ სპრინტ რბოლას მესამე ადგილიდან ოსკარ პიასტრი დაიწყებს, რომელიც ლიდერს 0.301 წამით ჩამორჩა.
ავსტრიის გრან პრის სპრინტ რბოლა უკვე ხვალ, 14:00 საათზე, მთავარი რბოლის კვალიფიკაცია კი 18:00 საათზე გაიმართება. კვირის რბოლა 17:00 საათზეა დაგეგმილი.