ფეხბურთი

16:33 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიმალდო: “საქართველოსთან გამართული წინა მატჩების შედეგები ამ მატჩზე გავლენას არ იქონიებს“

ევრო 2024-ზე საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, „ლევერკუზენისა“ და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა, ალეხანდრო გრიმალდომ ისაუბრა:

„ყველა კარგი მოთამაშის გონებაში ჩაბეჭდილია ის, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო დავამარცხოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ჩვენი თავის საკუთარი ვერსია წარმოვაჩინოთ.

ფეხბურთი სწრაფად იცვლება. საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული 3:1 და 7:1 გამარჯვებები მომდევნო მატჩზე არანაირ გავლენას იქონიებს და ამ მატჩს დაძაბულობისგან არ განმუხტავს. ეს წარსულის შედეგებია. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და იმაზე ვფოკუსირდებით, რაც წინ გველოდება“ - განაცხადა გრიმალდომ.

„ლევერკუზენის“ მცველმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ბოლო ტურის მატჩში, ალბანეთთან ითამაშა და ის შეხვედრა „ფურია როხამ“ 1:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

0.114995