ფეხბურთი

16:14 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ფრანგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

დღეს უეფამ ევრო 2024-ის 1/8 ფინალური მატჩების მსაჯთა ბრიგადის სიები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირებას ფრანგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე იქნება, რომელმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორ მატჩში იმსაჯა. ლეტექსიე ხორვატია-ალბანეთისა და დანია-სერბეთის შეხვედრების მთავარი არბიტრი იყო და ორივე მატჩში გუნდებს 4-4 ყვითელი ბარათი უჩვენა. მას ასისტენტობას მისი თანამემამულეები, სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი ნიდერლანდელი სერდარ გიოზიუბიუიუკი იქნება, ვიდეორეფერის ოთახში კი ასევე ფრანგები, ჟერომ ბრისარი, ვილი დელაჟოდი და იტალიელი პაოლო ვალერი ისხდებიან.

ლეტექსიეს სამსაჯო კარიერა 2015 წლიდან იწყება, FIFA-ს ლიცენზია კი მას 2017 წელს მიენიჭა. ლეტექსიემ საქართველოს მატჩი ერთხელ, 2019 წელს თბილისში, დანიასთან გამართულ (0:0) მატჩში იმსაჯა. ის ასევე 2022 წელს, ერთა ლიგაზე, ესპანეთის და ჩეხეთის (2:2) დაპირისპირებას მოემსახურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11082