იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში შვეიცარიასთან მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა და პოტენციური ტურნირის გათამაშებაზეც გაიზიარა აზრები. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შაბათს, 29 ივნისს გაიმართება.
„ევროზე მეტი ფავორიტი აღარ არსებობს და შვეიცარიის დამარცხება ყოველთვის რთულია. იაკინს შეუძლია დაეყრდნოს ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობენ იტალიის, გერმანიის და ინგლისის ლიგებში. ეს არის დაბალანსებული გუნდი კარგი მოთამაშეებით და ზომერის მსგავსი მეკარით.
გერმანიასთან მატჩში მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი თავდაჯერებულობით. თუმცა, იტალიის პრობლემა შვეიცარიაში არ შეიძლება იყოს. იტალიამ უნდა დაადასტუროს, რომ ისინი პრობლემას არ წარმოადგენენ.
თუ უფრო შორს წავალთ, შემდგომი გზა შეიძლება ცარიელ გზატკეცილს დაემსგავსოს. მოთამაშეებმა სჯობს არ იფიქრონ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გზატკეცილი ვიწრო ბილიკად გადაიქცევა.
ასეთი გზა 2006 წელს ვნახეთ, როცა მუნდიალის ნახევარფინალში გერმანიას შევხვდით. თითქოს ადვილია, მაგრამ ასე არ არის“, - ციტირებს მატერაცის სიტყვებს Football Italia La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასაკვირია ამ უტვინო ზანგების ამბავი,რა უნდოდათ?კაცი პოკერზე მიდიოდა,პენალტიც მისი მოპოვებული იყო თუ დააკვირდებით,ან რომელს უნდა დაერტყა?ახლა ორთეთრს რომ წაეგლიჯა ზანგისთვის მასე ბურთი ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი?ჰაა,რას იტყვი კორბენ?