კალათბურთი

0:45 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პატარა ქვეყნებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი კოსოვოსთან ჩაატარა და 58:92 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით და 4 მოხსნით გამორჩეული ანა ქავთარაძე იყო. 12 ქულა ჩააგდო თამარ პაპუაშვილმა. 10-10 ქულა ჰქონდათ ეკატერინე წივწივაძეს და კესო ბარბაქაძეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე ეს მესამე მარცხი იყო. გოგონები ჯერ კვიპროსთან, შემდეგ კი მალტასთან დამარცხდნენ და ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულეს. საქართველოს ნაკრები, რომელიც ოფიციალურ ტურნირზე 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს, ხვალ სომხეთს მე-5 - მე-8 ადგილებისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

0.121016