ჭიდაობა

23:18 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად! ჭიდაობაში საქართველოს ქალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, მირანდა კაპანაძემ ოთხი შეხვედრა და მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია.

ეს ქართული ჭიდაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ასაკში, ქალმა შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

0.129949