ფორმულა 1-ში მომავალი სეზონისთვის კიდევ 2 მრბოლელის ვინაობა დაზუსტდა. კანადელმა ლენს სტროლმა „ასტონ მარტინთან“, პიერ გასლიმ კი „ალპინთან“ კონტრაქები რამდენიმე წლით გაახანგრძლივეს.
კანადელი მრბოლელი „ასტონ მარტინის“, წარსულში კი „რეისინგ პოინტის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს, სადაც 1 პოულ პოზიცია და 2 პოდიუმი აქვს მოპოვებული. ამჟამად ის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება პიერ გასლის, ფრანგი პილოტი ფრანგულ გუნდს გასულ წელს შეუერთდა და პოდიუმზე ასვლა ერთხელ მოახერხა. მიმდინარე სეზონში გასლის ანგარიშზე 5 ქულაა და მე-15 ადგილზე იმყოფება.
2025 წლის სეზონისთვის ბადეში ჯერ კიდევ 7 ადგილია დარჩენილი. თითო-თითო პილოტის ვინაობაა გასარკვევი „მერსედესში“, „ალპინში“, „უილიამსში“, „რეისინგ ბულსში“ და „კიკ ზაუბერში“, „ჰაასის“ გუნდში კი ორივე ადგილი თავისუფალია.
ფორმულა 1-ის მომდევნო რბოლა კვირას, 30 ივნისს, ავსტრიაში, „რედ ბულ რინგის“ ტრეკზე გაიმართება.