ფეხბურთი

21:23 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

38 წლის ასაკში კამერუნელი ფეხბურთელი, ლანდრი ნგემო გარდაიცვალა

სამწუხარო შემთხვევა მოხდა კამერუნში, სადაც 38 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, ლანდრი ნგემო ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იაუნდე-ბაფუსამის გზატკეცილზე მოხდა, რა დროსაც ნგემოს ავტომობილი ძლიერად დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ნგემო კამერუნის ნაკრების ღირსებას 2006-2014 წლებში იცავდა, რა დროშიც 41 შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის „ნანსის“, „სელტიკის“, „ბორდოს“, „სენტ-ეტიენის“, „ბელედიესპორის“, „ქაიზერისპორის“ და „კიონგსვინგერის“ ღირსებას იცავდა.

0.121749