ფეხბურთი

20:48 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian: “ტურნირს Underdog აკლდა და აი, საქართველოც გამოჩნდა“

საქართველოს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლასთან დაკავშირებით ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა:

„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ის ნამდვილად კარგი გასართობი გამოდგა. შორეული დარტყმები, ბოლო წამებზე გატანილი გოლები, საოცარი ახალგაზრდა ტალანტები და ლეგიონებად წარმოდგენილი სხვადასხვაფეროვანი გულშემატკივრები. ერთი რამ, რაც ამ ტურნირს აკლდა Underdog-ის ისტორია იყო, გუნდის არსებობა, რომელსაც ნეიტრალური ქომაგები უგულშემატკივრებდნენ და აი, საქართველოც გამოჩნდა.

მათ პირობა შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ კვიპროსს მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგიდან მოიპოვეს, მათ ასევე გაუმართლათ იმაში, რომ F ჯგუფში მოხვდნენ და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებული. მათ ზუსტად იცოდნენ რა ჭირდებოდათ მომდევნო ეტაპისთვის და ისეთ გუნდს ეთამაშებოდნენ, რომელსაც 1/8 ფინალი უკვე განაღდებული ჰქონდა. ასე რომ, მამაცმა ჯვაროსნებმა დაიმსახურეს 1/8 ფინალში თამაში? თეორიულად, ალბათ, არა; თუმცა მოედანზე, რა თქმა უნდა, კი!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 30 ივნისს, კიოლნში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.113019