ფეხბურთი

20:16 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე კვარაცხელიასთან შესახვედრად გერმანიაში გაფრინდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი და „ნაპოლის“ ბორდის რამდენიმე წარმომადგენელი დღეს დილით გერმანიაში გაფრინდა, რათა ქართველი მოთამაშის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ნაპოლის“ სურს ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს, ხელფასის სახით კი წელიწადში 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელიას 9 მილიონი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას დამატებით „პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულადაა დამატებული. ფეხბურთელის მამამ და მისმა აგენტმაც განაცხადეს, რომ სურთ ხვიჩას სხვა გუნდში გადაყვანა, რასაც „ნაპოლი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. გუშინ კი აურელიო დე ლაურენტისმა და ანტონიო კონტემ ქართველის გუნდში დარჩენის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

0.121048