ბრუკლინში, Barclays Center-ში NBA-ის 2024 წლის დრაფტი გაიმართა, სადაც გუნდებმა ახალგაზრდა კალათბურთელები აიყვანეს.
წლევანდელი დრაფტის პირველი არჩევანი ძალიან დაბალი პროცენტის მიუხედავად, „ატლანტა ჰოუქსს“ ერგო, რომელმაც არჩევანი ფრანგ ზაქარი რიზაშერზე გააკეთა არჩევანი. რიზაშერი 19 წლის მსუბუქი ფორვარდია, რომელიც „JL Bourg-en-Bresse“-ში თამაშობდა და მას ვიქტორ ვემბანიამას მსგავსად, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
წლევანდელი დრაფტი გამორჩეული იყო საფრანგეთისთვის, რადგან მეორე ნომრადაც ფრანგი მოთამაშე, ალექს სარი იქნა არჩეული. სარი ავსტრალიაში, „პერთ უაილდქეთსის“ ღირსებას იცავდა და ის „უოშინგტონ უიზარდსის“ ფრენჩაიზს შეუერთდა, კიდევ ერთი ფრანგი, ტიჯან სალაუნი კი მე-6 ნომრად „შარლოტ ჰორნეთსმა“ აირჩია.
დრაფტის მესამე ნომერი, მსროლელი რიდ შეპარდი კარიერას „ჰიუსტონ როკეთსში“ გააგრძელებს. მეოთხე ნომრად სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ სტეფონ ქასლი აირჩია, მეხუთე ნომრად კი რონ ჰოლანდი ითამაშებს „დეტროიტ პისტონსში“.
აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსის ვაჟი, ბრობი ჯეიმსი წლევანდელი დრაფტის პირველ რაუნდში არავის აურჩევია, თუმცა მეორე რაუნდი 28 ივნისს გაიმართება და უმცროს ჯეიმსს კვლავ ექნება შანსი NBA-ში მოხვედრის.