ფეხბურთი

16:16 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა, Sofascore-მა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამაც დაიკავა ადგილი.

„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა პორტუგალიასთან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, პირველი გოლი გაიტანა და მატჩის მიმდინარეობისასაც გამორჩეული იყო, რის გამოც ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, შემდეგ კი ვებ-გვერდისგან 7.9 შეფასება და სიმბოლურ გუნდში ადგილიც დაიმსახურა.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა Sofascore-ის სიმბოლურში ლუკაშ სკორუპსკი (პოლონეთი - 8.5), ხესუს ნავასი (ესპანეთი - 7.5), დანი ვივიანი (ესპანეთი - 7.8), გონსალუ ინასიუ (პორტუგალია - 7.7), ალეხანდრო გრიმალდო (ესპანეთი - 7.8), ტონი კროოსი (გერმანია - 8.2), უსმან დემბელე (საფრანგეთი - 8.2), დანი ოლმო (ესპანეთი - 8.4), ბრედლი ბარკოლა (საფრანგეთი - 8.1) და კილიან მბაპე (საფრანგეთი - 8.1) მოხვდნენ.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 30 ივნისს, კიოლნში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.118108