საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შორს არის იდეალურისგან. „სამფეროვანთა“ შემადგენლობაში კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც მთავარი მწვრთნელით დიდიე დეშამით არის უკმაყოფილო. ეს ფეხბურთელი ფრანგების დიდი ხნის ლიდერი ანტუან გრიზმანია - წერს Le Parisien.
წყაროს ცნობით, გრიზმანი უკმაყოფილოა იმით, რომ დეშამმა ის პოლონეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა. ფეხბურთელს სურს მიიღოს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, რათა თავი შეინარჩუნოს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტონუსში. აღსანიშნავია, რომ ანტუანსა და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის გარკვეული გაუცხოება მოხდა. დეშამი გრიზმანთან მეგობრულად აღარ ურთიერთობს და არ განიხილავს მას როგორც ძირითადის კანდიდატს პირველ გუნდში.