თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის 1/8 ფინალში ესპანეთის დამარცხება შეუძლია.
„ესპანეთი გიჟური გუნდია. მაგრამ ყველას დამარცხება შეიძლება, როგორც ხედავთ. თუ საფეხბურთი ღმერთიც შენთან იქნება, მაშინ ყველაფერი მიღწევადია. მეოთხედფინალამდე უფრო მეტს ვილაპარაკებთ.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხებს ესპანეთს,” – ციტირებს ჩელებაძის სიტყვებს championat.com.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 26 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის (პენალტით) გოლებით.