ფეხბურთი

11:48 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა. ფორვარდი ერთადერთი იყო, ვინც ტურნირის ამ ეტაპზე სამი გოლი გაიტანა.

ორ-ორი გოლი ნიკლას ფულკრუგმა, ჯამალ მუსიალამ (ორივე გერმანია), ივან შრანცმა (სლოვენია), კოდი გაკპომ (ნიდერლანდები) და რაზვან მარინმა (რუმინეთი) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან მოიგო (2:0) და ისტორიაში პირველად გავიდა ტურნირის ფლეი-ოფში, სადაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს 1/8 ფინალში.

0.133673