ფეხბურთი

1:45 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

პორტუგალიასთან მოგებული ისტორიული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა 92-ე წამზე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. გარდა ამისა, ის მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო, 7.9 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადაეცა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

0.110299