საქართველოს ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პატარა ქვეყნებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი მალტასთან ჩაატარა და 68:88 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით და 7 მოხსნით გამორჩეული კესო ბარბაქაძე იყო. 15 ქულა ჩააგდეს ხატია ქებურიამ და ანა ქავთარაძემ, 13 ქულა ჰქონდა ეკატერინე წივწივაძეს, თამარ პაპუაშვილმა კი შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა მეტოქე გუნდის მე-9 ნომრის, სტეფანი დი მარტინოს შეჩერება ვერ მოახერხეს, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე ეს მეორე მარცხი იყო. გუშინ გოგონები კვიპროსთან 57:89 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრები, რომელიც ოფიციალურ ტურნირზე 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს, მომდევნო მატჩს ხვალ, მასპინძელი კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარებს.