ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს, ფილ ფოდენს ოხახური მდგომარეობის გამო ინგლისის ნაკრების ბანაკის დატოვება დროებით მოუწია.
24 წლის ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრების სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა საგოლე ქმედებით თავი არ გამოუჩენია.
„სამმა ლომმა“ ჯგუფური ეტაპი 5 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალის საგზური დაიკავა, სადაც ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება. ასევე უცნობია ის, თუ როდის შეძლებს ფოდენი ეროვნულ გუნდში დაბრუნებას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფოდენი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და შესაბამისად დაკარგულიცაა ამ ევროზე.ზოგადად ინგლისის თამაში რას გავს,მე კი არა მთელმა ბრიტანეთმა ვერ დაადგინა)))