ფეხბურთი

18:35 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “კვარაცხელია „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშეა და ის აუცილებლად გუნდში დარჩება“

დღეს „ნაპოლიმ“ ანტონიო კონტე ახალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინა, პრეზენტაციაზე კი 54 წლის სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად მივიღებთ. აქ დანიშვნამდე პრეზიდენტს ვესაუბრე და მისგან გარანტია მივიღე, რომ მე გადავწყვეტ, ვინ დატოვებს კლუბს და ვინ დარჩება. თუ „ნაპოლის“ რეკონსტრუქციაზე ვსაუბრობთ და მოთამაშეების წასვლას ვახსენებთ, მაშინ ეს შეუძლებელი იქნება. კვარაცხელიას, დი ლორენტცოს, ლობოტკასა და ანგისას წასვლას ვეტო დავადე. კვარაცხელიასთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობს. ის გუნდის საკვანძო მოთამაშეა. აუცილებლად აქ დარჩება და „ნაპოლის“ შემადგენლობაში ითამაშებს.“ - განაცხადა კონტემ.

იტალიურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას დამატებით „პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულადაა დამატებული. ფეხბურთელის მამამ და მისმა აგენტმაც განაცხადეს, რომ სურთ ხვიჩას სხვა გუნდში გადატანა, რასაც „ნაპოლი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ კვარაცხელია არ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად გასული სეზონი 53 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. სერია A-ში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

0.105694